სიახლეები
თემქაზე ავტოავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაიღუპა
თემქაზე,
ავტოავარიის
შედეგად
ქალი
გარდაიცვალა.
ის ქვეითად მოძრაობდა, რა დროსაც
BMW-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. მოქალაქე ადგილზევე
გარდაიცვალა. შემთხვევა თემქაზე მე-11 მიკრორაიონში,
უნივერსამთან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს
ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 276-ე მუხლის მე-5
ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების
წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.