თბილისში 40 წლის ქალი მოკლეს. ქალბატონი ელექტროსადენითაა გაგუდული. ბრალდებულის დედა, თამარ ჯანაშვილი აცხადებს, მკვლელობის შესახებ მას თავად ბრალდებულმა აუწყა, რის შემდეგაც მან პოლიცია გამოიძახა და ჩაბარდა. დაკავებული დედა აცხადებს, რომ გარდაცვლილი, მისი შვილის მეუღლე არ ყოფილა და მასთან დროებითი ურთიერთობა ჰქონდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.