ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ
მერაბ
ღოღობერიძესა
და
ირაკლი ჩხვირკიას
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი
პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე, ვიოლეტა ფორჩხიძემ დაცვის
მხარის შუამდგომლობა გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით
არ დააკმაყოფილა. ადვოკატები აცხადებენ, რომ რომ
სასამრთლომ პროკურატურის ინტერესები გაითვალისწინა და მიკერძოებული
გადაწყვეტილება მიიღო.მერაბ ღოღობერიძის ინტერესების დამცველი
უახლოეს პერიოდში ახალი მტკიცებულებების გასაჯაროებას გეგმავს,
რომელიც მისი მტკიცებით, სამ მოქმედ მაღალჩინოსანს უკვაშირდება
და ბათუმის არეულობის ორგანიზებასთან არიან კავშირში. გადაწყვეტილების
გამოცხადებას სასამართლოს დარბაზში ხმაური მოჰყვა,
ადვოკატები გადაწყვტილების გასაჩივრებას გეგმავენ.