სიახლეები
დაპირისპირება ენგურის ხიდზე
ხმაური და სიტყვიერი დაპირიპირება
იყო ენგურის ხიდთან.
სადაც ე.წ მესააზღვრეების მიერ 5
აპრილს, დაკავებული მამა- შვილი როგავების ოჯახის წევრები და
ახლობლები, მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავდნენ.
ისინი ოკუპირებულ აფხაზეთში გადასასვლელი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ,
რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამას
მოჰყვა შელაპარაკება აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის.
დაპირისპირება საბოლოოდ მამა-შვილის ოჯახის 1 წევრის დაკავებით
დასრულდა. დარეჯან როგავა, სამართალდამცველებმა პირდაპირ ზუგდიდის
რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს , სადაც დაკავებულს მოსამართლემ
პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევისთვის 250 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
დარეჯან როგავას თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ე.წ
მესაზღვრეების მიერ აყვანილი პირები არ გათავისუფლებიან.