ეს არის ის ოთხი ძირითადი ნივთიერება, რომლის ნორმასაც ჰაერში ზომავენ. ინფორმაციით, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო აქვეყნებს, ჰაერში მავნე ნივთიერებები დასაშვებ ზღვარს რამდენჯერმე აჭარბებს. საქართველოს მსხვილ ქალაქებში ექსპერტებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების შეფასებით, ჰაერი დაბინძურებულია. ინფორმაცია ფაქტებითა და შესაბამისი კვლევებით დასტურდება. ავტომობილებს კი, ამ პრობლემის შექმნაში მთავარი როლი აქვთ.