
დღეს ფინანსთა მინისტრის
მოადგილემ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის შესახებ
ისაუბრა.
გადასახადებისაგან თავის არიდების მიმართულებით ზღვარი იზრდება - 50
000 ლარიდან 100 000 ლარამდე. განსაკუთრებით დიდი ოდენობის
შემთხვევაში ის 150 000 ლარით განისაზღვრება. ასევე უქმდება
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც
მხოლოდ საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. დღესვე,
საგადასახადო სისტემაში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი ოპოზიციამაც
წარადგინა, თუმცა საბიუჯეტო კომიტეტმა „ნაციონალუი მოძრაობის“ და
„ევროპული საქართველოს“ წინადადებებს მხარი არ დაუჭირა.