სიახლეები
მეტი ქალი პარლამენტში
"ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა" (Task Force) პარლამენტს მიმართა,

კვოტირების შესახებ საკანონმდებლო ინციატივის წარდგენის მიზნით, 30 000 მოქალაქის ხელმოწერის შესაგროვებლად რეგისტრაცია გაატარონ.

ბიუროს 24 აპრილის სხდომაზე შემოსული დოკუმენტაცია შესამოწმებლად საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

კანპროექტის თანახმად, პარტიების პროპორციულ საარჩევინო სიებში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს, ანუ დაცული უნდა იყოს სქესთა 50%-იანი ბალანსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის.

 

Print