ვენეციის კომისია „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს უწუნებს.
კომისიამ შენიშვნები გამოთქვა
გაუნაწილებელი მანდატების, პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის
მინიჭებაზე და კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების ჩაწერაზე.
შენიშვნების და რეკომენდაციების დოკუმენტი ჯერჯერობით არ
გამოქვეყნებულა, თუმცა ეს ინფორმაცია სტრასბურგში მყოფმა
ვიცე-სპიკერმა გააჟღერა. ვიდრე ოფიციალური შეფასებითი წერილი გახდება
საჯარო, ვენეციის კომისიის სავარაუდო პრეტენზიებს ქართულ პოლიტიკურ
სპექტრში აფასებენ.