
გერმანიაში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გრძელდება.
ბერლინში, საქართველო-გერმანიის წლის
საზეიმო გახსნის ცერემონიამდე, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსა და
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მიხეილ ჯანელიძემ და ზიგმარ
გაბრიელმა განცხადებები გააკეთეს.
მინისტრები მიესალმნენ
ქართულ-გერმანული ურთიერთობის 200-წლიან ისტორიას და დიპლომატიური
ურთიერთობის დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღებს და აღნიშნეს, რომ
ამ ხნის განმალობაში გერმანია, როგორც ევროპის ლიდერი სახელმწიფო
საქართველოს მეგობარ და ახლო პარტნიორად იქცა.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით,
გერმანიაში მისი ვიზიტი ემსახურება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო
გაღრმავებას და კოლეგა მინისტრთან შეხვედრაზე განხილული იქნება
პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების
შესაძლებლობები.