სიახლეები
ოკუპანტებმა ელდარ გუნდიშვილი გაათავისუფლეს

ჯარიმის სანაცვლოდ დატოვა ცხინვალის იზოლატორი 68 წლის ელდარ გუნდიშვილმა.


სოფელ აძვის მკვიდრი ე.წ. საზღვრის გადაკვეთსთვის დააპატიმრეს, თუმცა თავად დაბეჯითებით აცხადებს, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აიყვანეს. გუნდიშვილი ორ თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა. მისი გაუჩინარების შესახებ მთავრობამ ევროკავშირის წარმომადგენლობა ჩააყენა საქმის კურსში.

 

Print