სიახლეები
დაპირისპირება ენგურის ხიდთან
ხმაურიანი აღმოჩნდა და დაკავებით დასრულდა აქცია ენგურის ხიდთან.
დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული როგავების ოჯახის წევრები მძევლების გათავისუფლებას უშედეგოდ ითხოვენ. უკვე 20 დღეა ქართული მხარე უშედეგოდ ცდილობს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული მამაშვილის აჩიკო და პაატა როგავების გათავისუფლებას.ოფიციალური თბილისი მოლაპარაკებებს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან  საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მართავს. ოკუპირებული რეგიონის შესაბამისი უწყებებ,ი პოზიციებს არ თმობენ და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ე.წ მესაზღვრეების შეურაცხყოფისთვის 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში ტოვებენ. სწორედ ამის გამო, უკვე მეორე დღეა ხმაური და სიტყვიერი დაპირიპირებაა ენგურის ხიდთან, სადაც  როგავების ოჯახის წევრები მძევლების გათავისუფლებას უშედეგოდ ითხოვენ.
Print