ვითარება ბოლო წლებში შეიცვალა, თუმცა გარკვეული სპეციფიკით. მაგალითად გასულ წელს ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის რაოდენობა გაზრდილია, რაც დადებითი ტენდენციაა
უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ მსხვერპლის მენტალიტეტი შეიცვალა და ტრაგიკული შედეგების პრევენცია უფრო ხელმისაწვდომია, თუმცა ქალთა უფლებათა დამცველები, იმასაც ამტკიცებენ, რომ სამრთალდამცველთა რეაგირება ქალთა წინააღმდეგ ძალადობაზე არაადეკვატური და ნიჰილისტურია. „კონტაქტმა“ უკვე მომხდარი ფაქტების შედეგების გადამოწმება გადაწყვიტა, როგორ დასრულდა ორ ოჯახში მანდილოსანზე ძალადობის კონკრეტული ფაქტები.