ცემა წამება იარაღით მუქარა- 4 წლის განმავლობაში არაადამიანური მოპყრობა
23 წლის გოგონას ყოველდღიურობა იყო. „კონტაქტის“ რესპონდენტი მეუღლეს, რამდენიმე კვირის წინ დაშორდა. არაოფიციალურად. საკუთარი ისტორიის საჯაროდ მოყოლა „მაესტროსთან“ გადაწყვიტა
მძიმე წარსულის გარდა მისი მთავარი პრობლემა, ახლა შვილია, რომელიც მოძალადე მამასთან ცხოვრობს. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა ყოფილი ქმრის ოჯახი განჩინებას არ ასრულებს და ბავშვს დედას არ აძლევს. არასამთავრობო ორგანიზაციები, შესაბამის უწყებებს, ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. მიაჩნიათ, რომ მონათხრობის მიხედვით სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.