ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილების გარშემო პოლიტიკური დავა სასამართლოში ინაცვლებს.
„დემოკრატიული მოძრაობა“ პარლამენტის თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივის. პოლიტიკურ პარტიაში საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელს, კანონდარღვევაში ადანაშაულებენ. უთანხმოების მიზეზია გადაწყვეტილება, რომლითაც კობახიძემ ცვლილებების პროექტის კენჭისყრამდე კომისიის შემადგენლობიდან ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკოსების გვარები ამოიღო. პარტიის წევრი, გიორგი ახვლედიანი, კობახიძის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.