საქმე არსებითი განხილვისათვის სასამართლოში გადააგზავნა. ინფორმაცია მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. „მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადებასთან, რის საფუძველზეც 2017 წლის 26 აპრილს, გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება,“ - აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში საქმეზე ჩატარდა 600-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადებასთან, რის საფუძველზეც 2017 წლის 26 აპრილს, გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის.
საქმის წინასასამართლო განხილვა 5 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.