სიახლეები
ფოტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა
ჯაშუშობის ბრალდების მოხსნის მიუხედავად, ფოტოგრაფების საქმის გარშემო განხილვები გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე, ერთ-ერთი დაზარალებული ფოტორეპორტიორი, ნათია გედენიძე დაიკითხა, რომელმაც 2011 წელს, მისი და მისი მეუღლის აყვანის პროცესი გაიხსენა. გედენიძე, ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე და კომპრომატებით მუქარაზე საუბრობს. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელიც ნათია გედენიძეს, პირადი არქივიდან პიკანტური ფოტოს გამოქვეყნებით ემუქრებოდა, დაზარალებულის ჩვენებას სასამართლო დარბაზში ისმენდა. ნათია გედენიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, შოთა ხიზანიშვილის გვარიც ახსენა.


Print