სიახლეები
ელისო კილაძე დაცვაზე უარს ამბობს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მთავარ პროკურატურას მიმართა და ელისო კილაძის მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასმისკენ მოუწოდა.
არჩილ თალაკვაძემ ქრონიკა +ის რედაქტორის მიმართ პროვოკაცია არ გამორიცხა, და ისიც თქვა, რომ ამ გეგმის უკან შესაძლოა  „ნაციონალური მოძრაობა“ იდგეს.

ელისო კილაძე მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვაზე უარს ამბობს და უმრავლესობის ლიდერს მოუწოდებს, კონკრეტული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში საქმის გამოძიების თხოვნით პროკურატურას მიმართოს. ქრონიკა +ის რედაქტორი ხელისუფლების აქტიურობას, მისი მხრიდან სუსისა და კონკრეტულად სოსო გოგაშილის კრიტიკით ხსნის.


Print