სიახლეები
დეპუტატის შვილის შესაძლო სკანდალი
პროკურატურაშია უკვე საქმე ირაკლი
სესიაშვილი კოტე იოსელიანის წინააღმდეგ.
უმრავლესობის წევრი, შვილის
მორალურად დაზარალებისთვის ბოდიშს მთელი პარტიისგან ელის.
ბრალმდებელს, მტკიცებულების სახით მხოლოდ საკუთარი განცხადება აქვს და
დეტალების გარკვევას უკვე შესაბამისი უწყებებისგან ელის. დღეს
უკვე გამოჩნდა იმ მანქანის პატრონიც, სადაც როგორც „ნაციონალური
მოძრაობის“ წევრმა თქვა სესიაშვილის ვაჟის თითის ანაბეჭდები იპოვეს და
რომელი მანქანაც 2 წლის უკან მომხდარ ქურდობაში
ფიგურირებს.