სიახლეები
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა
პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეში ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური

სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადება დაადგინა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ბრალი დაუმძიმდა და 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
600-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება უკვე ჩატარდა, 70-მდე მოწმე დაიკითხა. ძიება სავარაუდო თანამზრახველების გამოსავლენად გრძელდება. პროკურატურა სამართლებრივი დახმარებისთვის სხვა ქვეყნებსაც მიმართავს. დაკავებული ბრალს, ისევ არ აღიარებს და აღარც ნაფიცი მსაჯულების ჩართულობაზე ამბობს თანხმობას.
Print