სიახლეები
IDFI საკონსტიტუციო კომისიაზე
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით
შემოთავაზებული ცვლილებების შესახებ
საუბრობენ
"ინფორმაციის თავისუფლების
განვთარების ინსტიტუტში". არასამთავრობო ორგანიზაციაში
აცხადებენ, რომ მიღებული პროექტი გარკვეულ პოზიტიურ
სიახლეებთან ერთად, მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. მნიშვნელოვან
წინგადადგმულ ნაბიჯად ფასდება პროპორციულ სისტემაზე
გადასვლა, თუმცა ამბობენ, რომ ამ სიახლეს ჩრდილს გაუნაწილებელი
მანდატების გადანაწილების წესი აყენებს. ამასთან
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პროექტით გაუმართლებლად და
დაუსაბუთებლად იზღუდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება
საარჩევნო დავებთან დაკავშირებით.