სიახლეები
სადავო საარჩევნო სისტემა - შეფასებები

საარჩევნო სისტემის ცვლილება მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში  კვლავ  უთანხმოების საგანია .

მთავარი სადავო თემა გადაუნაწილებელი მანდატებია. ოპოზიცია ითხოვს, რომ გადაუნაწილებელი მანდატები, ბარიერ  გადალახულ პარტიებს შორის მიღებული ხმების პროპორციულად გაიყოს. მმართველი გუნდის ნაწილი, მოქმედი საარჩევნო სისტემის პროპორციულით ჩანაცვლების აუცილებლობას, ვერ ხედავს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გაურკვევლობას პროპორციული სისტემის შემოღების საჭიროება იწვევს. მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ საკითხზე კონსულტაციები თანაგუნდელებთან დაწყებული აქვთ.   კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა  5 მაისს, დაიწყება  და 15 მაისამდე  გაგრძელდება.

 

Print