ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "კამაზის" მარკის
სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. მოსწავლეები გელათის
მონასტერში ექსკურსიაზე ზესტაფონიდან მოდიოდნენ.
ავარიის შედეგად დაშავებული სამი მოსწავლე სასწრაფო დახმარების
ბრიგადამ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში
გადაიყვანა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების
დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.