ქედაში, სოფელ კოკოტაურის მოსახელობამ , ასწლოვანი სასაფლაოების დასაცავავად აქცია გამართა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მაღალი გამავლობის ელექტრო სადენების დადგმა სახელმწიფომ , იმ ტერიტორიაზე დაიწყო, სადაც მათი წინაპრების სამარხებია.
მოსახლეობა აცხადებს, რომ მძიმე ტექნიკამ, გათხრითი სამუშაოების დროს სამარხის ნაშთები იპოვა, რის გამოც სამუშაოები დროებით შეჩერდა. აქციის მონაწილეები, ხელისუფლებას თხოვენ, რომ აღნიშნული ელექტროსისტემა სხვა ადგილზე განათავსონ. საქართველოს ელექტრო სისტემაში კი განმარტავენ, რომ ალტერნატიული ტერიტორიის მოძიება შეუძლებელია, კომპანიაში მოსახლეობას მოუწოდებენ, საფლავები სხვა ადგილზე გადაიტანონ.