პარლამენტის
თავმჯდომარე აფასებს. ირაკლი კობახიძეს, სასამართლოს
კრიტიკაზე შეზღუდვის დაწესება არასწორად მიაჩნია, თუმცა
აცხადებს რომ, შეურაცხყოფაზე მსჯელობა შესაძლებელია.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,
საკითხთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს გამომდინარე
იქიდან, რომ საკანონმდებლო წინადადება არ უნახავს.
”რაც შეეხება სასამართლოს კრიტიკას,
არა მგონია ამასთან დაკავშირებით რაიმე სანქციების დაწესება იყოს
სწორი. რაც შეეხება შეურაცხყოფას, ამაზე შეიძლება მსჯელობა. ამ ეტაპზე
ჩემი პოზიცია ჩამოყალიბებული არ მაქვს გამომდინარე იქიდან, რომ
საკანონმდებლო წინადადება არ მინახავს”, - განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.