სიახლეები
სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა დღე
ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკა -
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროფესიული კავშირების
გაერთიანების ინფორმაციაზე
დაყრდნობით, სამუშაო ადგილას 2016 წელს გარდაიცვალა 58 და მძიმედ
დაშავდა 84 ადამიანი. თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა ბევრად მეტი იყოს,
რადგან ხშირ შემთხვევაში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გარიგება
ხდება. პროფკავშირები კანონმდებლობის გამკაცრებაზე საუბრობენ,
არასამთავრობო ორგანიზაციებს, კი გამოსავლად ცნობიერების ამაღლება
მიაჩნიათ, უახლოეს მომავალში კი პარლამენტი ახალ ინიციატივაზე
დაიწყებს მუშაობას.