სიახლეები
თვითმმართველი ქალაქების სტატუსი

შემცირდება თუ არა საქართველოში თვითმმართველი ქალაქების  რაოდენობა.

 

 

მმართველი გუნდის კონკრეტული პოზიცია კვლავ უცნობია -  პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ განსაკუთრებული  შესწორებები რეგიონული მოწყობის პოლიტიკაში არ იგეგმება. ინფფრასტრუქტტურის მინისტრი კი დეტალების დაკონკრეტებისათვის ვადას თვის ბოლომდე ითხოვს.

საქმე ეხება ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდს, ოზურგეთს, გორს, თელავს, ახალციხეს, მცხეთასა და ამბროლაურს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ ექნებათ საკუთარი ბიუჯეტი და არ ეყოლებათ ადგილობრივი ხელისუფლება.

Print