ხვალ, მედიის წარმომადგენლებთან, დღეს კი ბოლო შეხვედრა საგარეო უწყებაში გაიმართა.
სიტყვის თავისუფლების ხარისხის შესამოწმებლად - მედია მონიტორინგის მიზნით, საქართველოში ეუთოს მისია იმყოფება. დელაგაცია, შეხვედრებს დილიდან მართავდა. სახელმწიფო უწყებების წარმომადგელები, კანონმდებლები, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და მედია ექსპერტები, ქართულ მედია - გარემოზე, ინფორმაციის მისაღებად, ეუთოს წარმომადგენლებმა დღეს, ომბუდსმენთანაც ისაუბრეს. დადასტურებულია რომ წინასწარ ზოგად შეფასებას უცხოელი ექსპერტები, ხვალ, გააკეთებენ. საბოლოო პოზიციას კი დელეგაციის წევრები ოფიციალურ ანგარიშში ასახავენ.