სიახლეები
დაპირისპირება გარემოვაჭრეებს შორის

ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების აქცია დასრულდა.

 


ისინი გარევაჭრობისთვის ექვსთვიან ვადას ითხოვენ. მათი განცხადებით, მოვაჭრეებს აქვთ ბანკების ვალი, რის გადახდასაც ვერ შეძლებენ და პროტესტის გარდა სხვა გზა არ რჩებათ. გარემოვაჭრეების აქციას გამოეხმაურნენ ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უნდა აიკრძალოს გარევაჭრობა, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე არის ანტისანიტარია. მათივე თქმით, მომხმარებლებს ხშირ შემთხვევაში აღარ ეძლევათ ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე შესვლის საშუალება. ამ განცხადებამ მოვაჭრეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. თუმცა მოგვიანებით სიტუაცია განიმუხტა. აქციას ასევე შეუერთდა „პატრიორტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი ბეჟან გუნავა. გარემოვაჭრეების განცხადებით, ისინი ხვალ დღის განმავლობაში თბილისის მერიასთან კიდევ ერთ გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ.

 

 

Print