სიახლეები
„შავი წერტილები“ - სახიფათო მონაკვეთები გზებზე
თბილისში კიდევ ერთი ავარია დასრულდა მსხვერპლით. გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია.

საგზაო უსაფრთხოება კვლავ პრობლემად რჩება, არც სტატისტიკაში იცვლება რაიმე სიკეთისკენ და კანონმდებლობაც დახვეწის პროცესშია. მნიშვნელოვანი პრობლემაა ე.წ. შავი წერტილები. სახიფათო მონაკვეთები, რაც ავარიის ალბათობას ზრდის იდენტიფიცირებულია -კახეთის გზატკეცილი, ბელიაშვილის ქუჩა, წერეთლის გამზირი, დიღმის ტრასა - ეს იმ საგზაო  მონაკვეთების ჩამონათვალია, სადაც ე.წ. შავი წერტილებით გამოწვეული ავარიები, ყველაზე ხშირად ხდება. თუმცა, იქ ავტოსაგზაო შემთხვევის რისკის მიზეზის დასადგენად უცხოელი ექსპერტების ჩართულობაა საჭირო, რაც საკმაოდ ძვირი მომსახურება აღმოჩნდა.  ექსპერტების შეფასებით, შესაბამისი უწყებების უყურადღებობის გამო, სახიფათო მონაკვეთები წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაა.

Print