სიახლეები
ლოპოტაზე სასტუმრო კომპლექსი გაშენდება
საპარტნიორო ფონდი 5 მილიონ 400
ათასი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.
დღეს ფონდმა ხელი მოაწერა კომპანია „ლოპოტა ინვესტმენტთან“
პარტნიორთა შეთანხმებას, რომელიც ლოპოტას ტბაზე არსებული
სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს. ღონისძიებას, საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა. მან სასტუმრო
კომპლექსის არსებული ინფარსტრუქტურა დაათვალიერა და იმედი გამოთქვა,
რომ გაფართოების შემდეგ, მრავალფუნქციური კომპლექსი კიდევ უფრო მეტ
ტურისტს მოიზიდავს. სასტუმრო კომპლექსის გაფართოება ითვალისწინებს
დამატებით 85 სასტუმრო ნომერს, ადმინისტრაციულ შენობას, 300 ადგილიან
საკონფერენციო დარბაზს, შატოს, რესტორანს, კაფე-ბარს, ფიტნეს კლუბს,
დახურულ და ღია საცურაო აუზებს.