პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია და 2020 წელს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გზა მნიშვნელოვნად დამოკლდება. დაახლოებით ნახევარი საათით ნაკლები დასჭირდება რიკოთის მონაკვეთის გავლასაც. ამისათვის აშენდება 85 ხიდი და 40 ახალი გვირაბი. საპროექტო სამუშაოებს ბრიტანული და იტალიური კომპანიები ახორციელებენ.