დავით უსუფაშვილის აზრით, კონსტიტუციის ახალი ტექსტი პარლამენტში კენჭისყრაზე მანამ არ უნდა გავიდეს, ვიდრე იურიდიულ კომიტეტში რიგი საკითხები არ დაიხვეწება. უსუფაშვილის შეთავაზებაა, რომ „საპარლამენტო არჩევნების ნაწილში მმართველი გუნდი დაუბრუნდეს ”ქართული ოცნების” მიერ 2015 წლის ივნისში ინიცირებულ და კენჭისყრისთვის მომზადებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემას: საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესის თაობაზე კი, საბოლოო გადაწყვეტილება , უსუფაშვილის აზრით, უნდა მიენდოს 2020 წელს არჩეულ პარლამენტს. დღესვე უსუფაშვილის შეთავაზებებს განცხადებით უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ.