ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებსა და უსაფრთხოების საკითხებზე, ავლაბრის სასახლეში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციაში ბუნდოვანი ჩანაწერები არ უნდა არსებობდეს მისივე თქმით, მაშინ როდესაც უშიშროების საბჭო უქმდება და პრეზიდენტს აღარ აქვს სათათბირო ორგანო, უმაღლესი მთავარსარდლის არსებობა აზრს კარგავს. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ კონფერენციას უშიშროების საბჭოს მდივანი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან