ომბუდსმენის ყოველწლიურ ანგარიშზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სპეციალური დასკვნა მოამზადა.
პროექტის თანახმად, კანონმდებლებმა სახალხო დამცველის 223 რეკომენდაცია გაიზიარეს. საპარლამენტო უმრავლესობა რეკომენდაციების ამ რაოდენობით გაზიარებას რეკორდულ მაჩვენებელს უწოდებს, თუმცა შენიშვნები აქვს უმცირესობას. დეპუტატები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი საკითხები
კომიტეტის მიერ, მომზადებულ დასკვნაში გაზიარებული არ არის. კანონმდებლები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნაზე სესიის ფარგლებში მომდევნო კვირას იმსჯელებენ.