როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დაკავების მიზეზი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა გახდა. დაპატიმრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის გამო გადაწყდა.
ხანდოს ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს. დღეს გამართული აქციის მონაწილეებმა ფასანაურში გზა გადაკეტეს. გზის გადაკეტვის დროს მოქალაქეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა.