ასეთია სლოვაკეთის პრეზიდენტის პასუხი საქართველოს პრეზიდენტის თხოვნაზე. განცხადებები ორი ქვეყნის ლიდერების პირისპირ შეხვედრის დროს გახდა ცნობილი. საქართველო დღეს, უსაფრთხოების თვალსაზრისით რთული ვითარების წინაშეა, ამიტომ მას თანადგომა სჭირდება- ასეთია ანდრეი კისკასის პოზიცია. გულითადი მასპინძლობისათვის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში - სლოვაკეთის აქტიური მხარდაჭერისათვის გიორგი მარგველაშვილმა კოლეგას დღეს მადლობა გადაუხადა.