სიახლეები
ვითარება ხანდოს ხეობაში
ხანდოს ხეობაში   ელექტროგადამცემი ხაზების  მშენებლობით გამოწვეული უკმაყოფილება.

ანძების მშენებლობასთან ერთად ადგილობრივების  პროტესტიც    გრძელდება. დღეს სოფელ ხამუშაში მიმდინარე სამუშაოების დროს კლდის  ნაწილი  ჩამოიშალა. რამაც უკმაყოფილო ადგილობრივებში კიდევ ერთი პროტესტის ტალღა გამოიწვია.  ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, ბოლო დღეებში გარკვეული ძალები სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა  პროექტი მაინც  განხორციელდება.  რატომ უწოდებს ენერგეტიკის მინისტრი მოსახლეობის აქციას მართულს, მოსალოდნელია თუ არა ეკოკატასტროფა და რას ამბობენ სპეციალისტები?

Print