სიახლეები
თამბაქოს კონტროლის კანონის განხილვა
”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები  მესამე მოსმენით განხილულია.

ცვლილებების მიხედვით, 2018 წლის 1  იანვრიდან თამბაქოს კოლოფზე, მისი მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების დატანება სავალდებულო გახდება. ასევე მომდევნო წლის 1 მაისიდან თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში , გარდა საცხოვრებელი ბინების, ფსიქიატრიული კლინიკების, სასჯელაღსრულების და წინასწარი დაკავების დაწესებულებების და კაზინოებისა. განხორციელებული ცვლილების მიხედვით, 2018 წლის 1 მაისიდან ასევე აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა.

Print