
სოფელ წიფასთან ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა.
ხარაგაულის რაიონში უკიდურესად
დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის გამო, ადგილობრივმა მოსახლეობამ
ჩუმათელეთი–მოლითის მონაკვეთი 5 საათით გადაკეტა. ფონა, წიფა,
ბეჟათუბანი, გოლათუბანი, მოლითი – ადგილობრივების განცხადებით,
ხაშური–ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული
ჩინური კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების
გამო, გზა იმდენად დაზიანდა, რომ ამ სოფლებში აღარც საზოგადოებრივი
ტრანსპორტი მოძრაობს და საცხოვრებელ სახლებსაც საფრთხე
ექმნება.