საპატრიარქოს იურისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბრალდებულის მხარე ადასტურებს, თუმცა ფინანსური მაქინაციების შესაძლებლობებს გამორიცხავს. ადვოკატები, ფაქტთან დაკავშირებით საპატრიარქოს წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანასაც კი გეგმავენ. სკანდალურად ცნობილ ე. წ "ციანიდის" საქმეში, შესაძლოა ახალი ადვოკატი გამოჩნდეს. პროცესზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოსამართლემ ბრალდებული დეკანოზისათვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა.