სიახლეები
მერიის კორუფციული სქემა
„ახალი საქართველო“ კიდევ ერთი ახალი
კორუფციული სქემის შესაძლებლობაზე მერიაში
გიორგი ვაშაძემ განცხადება, ამჯერად მეტროპოლიტენის ვაგონების
მოდერნიზაციასა და შეკეთებაზე დახარჯული თანხების შესახებ გააკეთა.
მის ხელთარსებული მასალებით 5 მილიონია მოპარული. მასალები კი
ინკოგნიტო წყაროდან მიიღო, რომელიც ამტკიცებს, რომ სააქციო
საზოგადოება „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანასთან“
ორი ხელშეკრულება კორუფციული გარიგებებით გაფორმდა.
სრულიად საპირისპირო მონაცემებს აქვეყნებს დედაქალაქის მერია და
„ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა“. ისინი
ვაშაძის პოლიტიკურ გაერთიანებას სიცრუეში ადანაშაულებენ.