ანონსი
10:00 საათზე, იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე რუსთავის საქალაქო
სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა დარბაზს გახსნის.
10:00 საათზე, “თავისუფალი
საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარის მოადგილის,
თენგიზ ომანიძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: “თავისუფალი საქართველო” პარტია “გირჩს” სოლიარობას
უცხადებს“.
მის: ონიაშვილის ქ. #80
საკონტაქტო პირი თენგიზ ომანიძე - 599 299 338
10:45 საათზე, სასტუმრო
„რედისონში“ გაიმართება განახლებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე
საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის“ პრეზენტაცია, რომელსაც
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია
ჩაატარებს. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი
კვირიკაშვილი, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები, ასევე
სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
12:00 საათზე, სასტუმრო
„თბილისი რუმსში“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC)
პერიოდული პუბლიკაციის-საქართველო და მეზობლების პრეზენტაცია
გაიმართება.
თემა: ჩინეთი: „ადამიანი, რომელიც მთებს ძრავს, პატარა კენჭებით
იწყებს“.
13:00 საათზე, სასტუმრო
„თბილისი მერიოტში“ (დარბაზი სანადიმო) საარჩევნო გარემოს
გაუმჯობესებაზე მომუშავე კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს
სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი - 591 77 98 98
15:00 საათზე, „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, საგანგებო ბრიფინგი
გაიმართება, სადაც პოლიტიკური ლიდერები და პარტიის თავმჯდომარეები
საბოლოო გადაწყვეტილებას გაასაჯაროებენ.