შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ
ექვს პირს გაათავისუფლებენ.
შს მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი ბათუმში გამგზავრებამდე
გააკეთა.
„მე მივემგზავრები ბათუმში, რათა ადგილზე გავერკვე შექმნილ
ვითარებაში. მე გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა,
რათა გამეთავისუფლებინა ეს პირები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები გავათავისუფლე, მათ მიმართ
ადმინისტრაციული დევნა არ შეწყვეტილა.
ისინი წარდგებიან სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა
მღებრიშვილმა.
მღებრიშვილის განცხადებით, „ის რაც ახლა ბათუმში ხდება, ეს არის
ამაზრზენი“.
„მსგავსი პროვოკაციული მეთოდები, ვერავითარ შემთხვევაში ვერ
შეუშლის ხელს კანონის აღსრულებას. ყველა ის პირი, ვინც თავის თავს
კანონზე მაღლა აყენებს, უმკაცრესად იქნება დასჯილი. უნდა ვიცოდეთ, რომ
ჩვენ ყველანი ერთნაირად ვაგებთ პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა
მან.
მღებრიშვილის თქმით, თუ საჭირო გახდა, დამატებითი ძალებიც იქნება
მობილიზებული
„საჭირო თუ გახდა, საკადრო გადაადგილებებიც იქნება
განხორციელებული. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვი, მივემგზავრები
ბათუმში და ადგილზე გავეცნობი სიტუაციას“, - განაცხადა შს
მინისტრმა