კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ბეჟან ბეჟუაშვილი გაამართლა
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების

დეპარტამენტის შუამდგომლობით, დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მორიგი განაჩენი გადასინჯა და მსჯავრდებულ ბეჟან ბეჟუაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ამავე კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ პრიმა ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ახალმა დეპარტამენტმა მსჯავრდებულ ბეჟან ბეჟუაშვილის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.  ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა ბეჟან ბეჟუაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

"კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბეჟან ბეჟუაშვილს ახლომეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა სამშენებლო კომპანია „მშენებელი XXI საუკუნის“ დამფუძნებლებთან მ. ლ. - სთან და ნ. ბ. - სთან, რომელთა საქმიანობაც იმდროინდელი ხელისუფლების ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. 
ამ მიზეზით, 2010 წლის 06 სექტემბერს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულის სახით დააკავა სამშენებლო კომპანია  ,,მშენებელი XXI საუკუნის“  დირექტორი და დამფუძნებელი, რომელთაც ედავებოდნენ  მშენებლობის პროცესში ამხანაგობის კრების ოქმის გაყალბებას და მათ უკანონოდ გამოყენებას.

გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა დაკავებული მშენებლები აიძულეს უკანონოდ დაეთმოთ წყნეთის გზატკეცილზე მდებარე მათ კანონიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დიდი ხნით მოუწევდათ ციხეში ყოფნა. აღნიშნული ზეწოლის შედეგად, ისინი იძულებული გახდნენ ორი საცხოვრებელი ბინა გადაეფორმებინათ სახელმწიფოსთვის.

პროკურატურის მხრიდან მშენებლების დაკავებას და ბინების ჩამორთმევას  წინ უძღოდა მათი ახლობლის და მათთან დაკავშირებული პირის ბეჟან ბეჟუაშვილის თაღლითობის ბრალდებით დაკავება, რომელიც საჯაროდ გამოხატავდა უკმაყოფილებას იმჟამინდელი ხელისუფლების მიმართ. 
ბეჟან ბეჟუაშვილისთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, ამ უკანასკნელმა ,,მშენებელი XXI საუკუნის“ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში მოტყუებით გაყიდა ამხანაგობის კუთვნილი ბინა და მიღებული თანხა თითქოსდა თაღლითურად მიითვისა.

ბეჟან ბეჟუაშვილის დარღვეული უფლების აღდგენა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ პრიმა ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდა, რა საფუძვლითაც განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით, პროკურატურის ახალ დეპარტამენტს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის კიდევ სხვა მოქალაქეების საქმეებზეც აქვს მიმართული.

პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას,  შეუქცევადი ხასიათი ექნება", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა
ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე
ადამიანი. 
შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 
06:48 / 12.03.2017
შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ
ექვს პირს გაათავისუფლებენ.

 

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბათუმში დაკავებულ ექვს პირს გაათავისუფლებენ.


 

02:01 / 12.03.2017
მთავარი პროკურატურა ბრალდებულ
გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს
ასაჯაროებს.

მთავარი პროკურატურა ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.

14:51 / 08.03.2017
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი
გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე,
რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა, რომან შენგელია აცხადებს, რომ კითხვებზე, რომელიც მას ჰქონდა, პასუხები მიიღო.
17:25 / 26.10.2016
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვინაობა
შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვინაობა შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი.
10:34 / 20.10.2016
ახალი ამბები