კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ეკონომიკა
აფბა: ხელისუფლება კომერციულ სექტორს „გაზპრომთან“ თანამშრომლობას ვერ შეუზღუდავს
გარიგება არის ორ კომერციულ სუბიექტს შორის ურთიერთობა, რომელშიც არსებული სამართლებრივი ნორმებისა და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ვერ ჩაერევა.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რუსულ "გაზპრომსა" და შპს "გასკო+"-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება ეხმაურება .
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, ხელისუფლება კომერციულ სექტორს "გაზპრომთან" თანამშრომლობას ვერ შეუზღუდავს .
ორგანიზაციის ანალიტიკოსის განმარტებით, აღნიშნული გარიგება არის ორ კომერციულ სუბიექტს შორის ურთიერთობა, რომელშიც არსებული სამართლებრივი ნორმებისა და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ვერ ჩაერევა.
"ერთი მხრივ, ქართული კანონმდებლობის თანახმად, ბუნებრივი აირის სექტორში ე.წ. ქსელზე მესამე პირის დაშვება არის დერეგულირებული. შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან/და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის საფასურად, მომხმარებელს თავის ქსელში ბუნებრივი აირი გაუტაროს. ხაზგასასმელია, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტების თანახმად, ტრანსპორტირების კომპანია არის ვალდებული და არა უფლებამოსილი.
მეორე მხრივ, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების მე-5-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა, ვალდებულია გააფორმოს განმცხადებელთან ხელშეკრულება ან წერილობით აცნობოს განმცხადებელს დასაბუთებული უარი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების განხორციელებისათვის ხელშემშლელი ტექნიკური პირობის არსებობის შესახებ.
როგორც ვიცით, ტრანსპორტირების კომპანიას ბუნებრივი აირის გატარების ტექნიკური ხარვეზები არ გააჩნია, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული მილის მეშვეობით, ტრანზიტის საფასურად მიღებული ბუნებრივი აირი ქსელში ნაწილდება. შესაბამისად, ტრანსპორტირების კომპანიას შპს "გასკო+"-ისთვის უარის თქმის საფუძველი არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ აღნიშნული კანონმდებლობის თანახმად, ხელისუფლებას ამ გარიგების ჩაშლის ბერკეტი არ გააჩნია", - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
ანალიტიკოსმა ასევე ისაუბრა მოცემული გარიგების თანმდევ შესაძლო საფრთხეებზეც. მისი თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
"გარდა ამისა, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალებისა და მათთან ასოცირებული მედია საშუალებების მხრიდან, საკითხის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა და აღნიშნული კრიტიკა ღრმა შინაარსობრივი ანალიზისგან შორს დგას. რამდენადაც, "გაზპრომის" მხრიდან, რომელიმე კომერციულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ვერ გახდება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დამაზიანებელი ფაქტორი", - აცხადებს გვიდანი.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა 102 ხმა 10-ის წინააღმდეგ  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
დაამტკიცა.
საქართველოს პარლამენტმა 102 ხმა 10-ის წინააღმდეგ  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
00:26 / 15.12.2016
ეროვნული
ბანკი ეროვნული ვალუტის ღირებულების მკვეთრ ვარდნას დოლართან და
ევროსთან მიმართებაში   ეხმაურება.
ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ღირებულების მკვეთრ ვარდნას დოლართან და ევროსთან მიმართებაში   ეხმაურება.
15:38 / 01.12.2016
ევროკავშირი საქართველოს მმართველობითი
რეფორმისთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალურ გრანტს
გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს მმართველობითი რეფორმისთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალურ გრანტს გამოუყოფს
11:45 / 27.10.2016

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის
კომიტეტმა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა
14:31 / 26.10.2016
ახალი ამბები