კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
ეკონომიკა
ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იწყება

 

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იწყება.
ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იწყება, - საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულებას, მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც, დოკუმენტს ხელი მოეწერება .

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამ წელიწადში, შესაძლებელი იქნება პირველი კომპონენტის დასრულება და პორტი ფუნქციონირებას დაიწყებს.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, პირველი კომპონენტის მიხედვით, ქვეყნის გამტარუნარიანობა, კონტეინერების ნაწილში, თითქმის ორმაგდება.

„პროექტს ბევრი ფაზა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სამ წელიწადში პორტი ფუნქციონირებას დაიწყებსდა, რა თქმა უნდა, ათასობით ადამიანს დაასაქმებს, როგორც უშუალოდ, ასევე ირიბად. ინვესტორის მხრიდან ჩადებულია ვალდებულება, შექმნას ტრენინგ-ცენტრი ადგილობრივი მოსახლეობის მოსამზადებლად, რომელიც შემდგომში პორტში დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კერძო ინვესტორის მხრიდან გათვალისწინებულია მთელი ინფრასტრუქტურის შექმნა, მათ შორის - ამბულატორია, საბავშვ ობაღი,  ბიზნესცენტრი დ ასპორტული მოედნები. ვფიქრობთ, ეს პროექტი, რომელიც სივრცითი მოწყობის პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მთლიანად შეცვლის ქვეყნის როგორც სატრანზიტო პოტენციალს, ასევე ეკონომიკურ ლანდშაფტს საქართველოში. ჩვენ ძალიან დიდ იმედს ვამყარებთ ამ პროექტზე. მარტო პირველ ფაზაში 586 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება არის გათვალისწინებული და, უკვე შეგვიძლია, ნამდვილად ვთქვათ, რომ ეს პროექტი იწყება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და, ამ პროცესში, დიდი სამუშაო შეასრულა ეკონომიკის სამინისტრომ, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში ჩართული იყო ყველა უწყება.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა 102 ხმა 10-ის წინააღმდეგ  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
დაამტკიცა.
საქართველოს პარლამენტმა 102 ხმა 10-ის წინააღმდეგ  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
00:26 / 15.12.2016
ეროვნული
ბანკი ეროვნული ვალუტის ღირებულების მკვეთრ ვარდნას დოლართან და
ევროსთან მიმართებაში   ეხმაურება.
ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ღირებულების მკვეთრ ვარდნას დოლართან და ევროსთან მიმართებაში   ეხმაურება.
15:38 / 01.12.2016
ევროკავშირი საქართველოს მმართველობითი
რეფორმისთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალურ გრანტს
გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს მმართველობითი რეფორმისთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალურ გრანტს გამოუყოფს
11:45 / 27.10.2016

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის
კომიტეტმა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა
14:31 / 26.10.2016
ახალი ამბები