მოძრავი
ფესტივალი ამჯერად ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე
მოეწყობა.
თბილისი ოფენ ეარი უკვე მერვედ მუსიკის მოყვარულებს მონაწილეთა
მრავალფეროვან სიას და სიხალეებს სთავაზობს.
მოძრავი ფესტივალი ამჯერად ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე
მოეწყობა.
დასწრების მსურველებს ბილეთებისა და აბონემენტის შეძენა ფესტივალის
დასრულებამდე შეეძლებათ. ორგანიზატორები მსმენელებს ჟანრობრივ
მრავალფეროვნებასაც ჰპირდებიან.
თბილისი ოფერ ეარის ფარგლებში სამი დღის განმავლობაში 40-ზე მეტი
არტისტი დაუკრავს.
თბილისი ოფენ ეარის მონაწილეთა სიის პრეზენტაცია აბასთუმანის
ობესრვატორიაში შედგა.
ორგანიზატორებმა მედიის წარმომადგენლებს ფესტივალის ადგილმდებარეობისა
და განრიგის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. ფესტივალის მონაწილეთა შორის
ტრადიციულად იქნებიან ქართველი მუსიკოსებიც.
ფესტივალს წელს ლისის ტბა უმასპინძლებს. ახალი იპოდრომის საზღვარზე
სამი სცენა მოეწყო და 29, 30 და 31 ივლისს მუსიკოსები მსმენელის
წინაშე სწორედ აქ წარსდგებიან.
თბილისი ოფენ ეარი 2009 წლიდან ტარდება და გაყიდვების რეკორდული
მაჩვენებელი გასულ წელს დაფიქსირდა. 2015 წელს ფესტივალს ისტორიაში
ყველაზე მეტი მონაწილეც ჰყავდა.