პრემიერი დონალდ რამსფელდს შეხვდა
გაცნობითი
ხასიათის შეხვედრა სასტუმრო "რუმსში" გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის თავდაცვის
ყოფილ მდივანს, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტ დონალდ რამსფელდს
შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სასტუმრო "რუმსში" გაიმართა, სადაც დღეს
კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (ჩAMჩA) რეგიონული
ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა.
გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ რამსფელდს, საქართველოს მხარდაჭერისთვის
მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამას ძალიან
აფასებს.
შეხვედრისას საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და
ეკონომიკურ რეფორმებს შეეხო. პრემიერმა დონალდ რამსფელდს ასევე
მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე.
შეხვედრა ჩAMჩA-ს რეგიონული ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც
ორგანიზებულია რამსფელდის ფონდისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის
ცენტრალური აზია–კავკასიის ინსტიტუტის მიერ. ფორუმში მსოფლიოს 18
ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი რეგიონისთვის
მნიშვნელოვან მოვლენებსა და საკითხებს განიხილავენ.