კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
პოლიტიკა
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორების შეფასებებსა და რეკომენდაციებს, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით.
თბილისში დღეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკმა შეხვედრაზე ისაუბრეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორების შეფასებებსა და რეკომენდაციებს, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი, მომავალი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს და მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, ასევე, მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალურ ჩართულობას.
საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება დემოკრატიული რეფორმების კურსის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ღია მმართველობის მაღალი სტანდარტების დამკვიდრების, მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის გაძლიერების ერთგულია.
შეხვედრისას, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის მოსალოდნელ ვიზიტზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება იქნება.
საუბრისას ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე რობერტ ბერშინსკი, ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ის დახმარების კოორდინატორი ალინა რომანოვსკი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.



Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და
საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა
10:09 / 03.05.2017
ახალი ამბები