არის
პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს
მხრიდან.
არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს
მხრიდან.
- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილ
განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმებული არ არის,-
ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის განმარტებით, არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის
ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან.
"ეს არის ზუსტი განსაზღვრება იმისა, რა გადაწყვეტილებაც იქნა
მიღებული. მინდა დავეთანხმო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთი
გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ
არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებებს, არ უნდა იყოს მიღებული ერთი
თანამდებობის პირის მიერ, არამედ უნდა იყოს განხილული კოლეგიალურად
მთავრობის სხდომაზე, ასევე უშიშროების საბჭოზე",-განაცხადა
მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების
შესახებ ინფორმირებული არ იყო .
მე არ ვაფასებ გადაწყვეტილების სისწორეს, მე ვსაუბრობ ფორმაზე, ასეთი
ტიპის გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული უფრო ინტენსიური
კონსულტაციების შედეგად", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ
თავდაცვის მინისტრის დღევანდელი გადაწყვტილების შესახებ საქმის კურსში
არ იყო.